გარემოზე ზრუნვა საკუთრ სიცოცხლეზე ზრუნვაა...


   ერთად ვიზრუნოთ გარემოზე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ვინაიდან გარემოზე ზრუნვა საკუთრ სიცოცხლეზე ზრუნვაა.



  28 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ჩვენი სკოლის ეკოკლუბის თაოსნობით ჩატარდა შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების, აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტის 400-მდე ახალგაზრდამ, პედაგოგებმა და მშობლებმა. აქციამ მოიცვა სამი ლოკაცია: მალთაყვის, კუნძულის უბნის და ნაბადის სანაპირო ზოლის მონაკვეთი.  აქციის დაწყებამდე კოლხეთის ეროვნული პარკის სპეციალისტებმა გააცნეს უსაფრთხოების წესები. მოსწავლეებმა აჩვენეს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა.


   აქციის მხარდამჭერი ორგანიზაციები  კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლები, მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის ეკოლოგიის მიმართულების სპეციალისტები,  კორპორაცია ფოთის ნავსადგურის ეკოლოგიისა და გარემოსდაცვის სამსახური, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირისპექტრი“, . ფოთის მუნიციპალიტეტის მერია.


      მხარდამჭერმა  ორგანიზაციებმა, იმერეთის სამეცნიერო კავშირ სპექტრიდა კორპორაცია ფოთის ნავსადგურმა,  აქციის მონაწილეები უზრუნველყვეს ხელთათმანებით და ნაგვის პარკებით, .ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტუქტურის სამსახურის თნამშრომლებმა,  ორგანიზებულად უზრუნველყვეს  შეგროვილი ნაგვის გატანა.
       აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიებას შემოუერთდნენ ჩვენი უკრაინელი თანატოლები. საქართველო-უკრაინის ერთობლივ აქციაში  აქტიური მონაწილეობისათვის, ევროკავშირის შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერება პროექტის კოორდინატორმა, სპეციალურად ამ დღისათვის აქციის მონაწილეებს სამახსოვრო ჩანთები გადასცა.
ღონისძიება გააშუქა ტელეკომპანია „მე-9 ტალღამ“




Комментариев нет:

Отправить комментарий