მერქნიან მცენარეთა ფოთლების მავნებელი დაავადებები

28 აპრილს პროექტის "დავიცვათ, რომ ვიყოთ დაცული" ფარგლებში ეკოკლუბის მოხალისეებს ჩაუტარდათ ტრენინგი „მერქნიან მცენარეთა ფოთლების მავნებელი დაავადებები“. ტრენინგს უძღვებოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების უფროსი, პროფესორი გალინა მეფარიშვილი. ინიციატივა ხორციელდება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით, CENN-ის პროექტის - ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა სოფლის განვითარებისათვის -გან მიღებული ქვე-გრანტის ფარგლებში. ქალბატონმა გალინამ ისაუბრა საქართველოს წითელი ნუსხის ხემცენარეების მავნებელ დაავადებებზე, მათ გამომწვევ მიზეზებზე. სხვადასხვა სახის სოკო იწვევს ნებისმიერი ასაკის მცენარის დაავადებას. ასევე ბზის ალურაზე. კოლხური ბზის ინვაზიური მავნებელზე ბზის ალურა – Cydalima perspectalis , რომელიც საქართველოში პირველად 2014 წელს დაფიქსირდა. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ტრენინგის მუშობაში მონაწილეობა მიიღეს ასევე კოლხეთის ეროვნული პარკის მეცნიერთნამშრომლებმა.

Комментариев нет:

Отправить комментарий