არა საზღვაო ნარჩენებს

12 -13 ივნისს, ჩვენი სკოლის ეკოკლუბელები მონაწილეობას იღებდნენ შავი ზღვის ნარჩენების მონიტორინგში და ერთერთი აქტივობა განახორციელეს კუნძულის უბნის და მალთაყვის სანაპიროზე საველე სამუშაოები, დაასუფთავეს შავი ზღვის სანაპირო ზოლი "სუფთა სანაპირო-სუფთა შავი ზღვა-არა საზღვაო ნარჩენებს". აქტივობა ხორციელდება ევროკავშირის "შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის EMBLAS-Plus " პროექტის MARLITER ფარგლებში, ასოციაცია "შავი ზღვის ეკო აკადემია" ინიციატივით. მოხალისეებს ჩაუტარდათ ტრენინგი, გაეცნენ ნარჩენების შეგროვების და მათი დახარისხების მნიშვნელობას. ამ პროექტში ჩართულია ხუთი სახელმწიფო, მათ შორის შავი ზღვის უზის ოთხი ქვეყანა ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, საქართველო და საბერძნეთი. პროექტი მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი გამოწვევების და საზღვაო ნარჩენების შემცირების მიზნით ცნობიერების ამაღლებას. ინიციატივას მხარი დაუჭირა კოლხეთის ეროვნული პარკის თანამშრომლებმა . საველე სამუშაოები განხორციელდა ყველა სავალდებულო რეკომენდაციების გათვალისწინებით.

Комментариев нет:

Отправить комментарий