"ერთად ვიზრუნოთ ოთხფეხა მეგობრებზე...."

საქართველოში,  კერძოდ ჩვენს ქალაქში მწვავედ დგას მაწანწალა ძაღლების პრობლემა. ქუჩაში მცხოვრები უპატრონო ცხოველები საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. აღნიშნული საფრთხეების თავიდან აცილებ, ცხოველთა უფლებების დაცვა და მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა აუცილებელია.  პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, N4 საჯარო სკოლის ეკოკლუბს სტუმრობდნენ N1,2,3, 11 საჯარო სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეები და პედაგოგები.  განიხილეს და იმსჯელეს  ქალაქში შექმნილ კრიტიკულ სიტუაციაზე. რამდენიმე თვის მონაცემებით დაკბენილი ადამიანების რიცხვი გაიზარდა. მაწანწალა ძაღლების რაოდენობაც საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში, სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე, პარკებსა და სკვერებში, რაც საფრთხის შემცველია და ზრდის რისკს ძაღლები თავს დაესხან გამვლელებს, მოაქციონ ალყაში ან უბრალოდ შეაშინონ.   არავინ იცის მაწანწალა ძაღლების ზუსტი რაოდენობა, რომელთა უმეტესობა სხვადასხვა ინფექციის მატარებელია, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. არის კეთილი ადამიანები , რომლებიც საკვებით უზრუნველყოფენ მაწანწალა ძაღლებს, თუმცა ეს პრობლემის მოგვარების ალტერნატივა არ არის. 



















  ეკოკლუბელები გაეცნენ საქართველოს საკანონმდებლო ბაზას, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველთა უფლებების დაცვას, ასევე გაეცნენ ევროპული ქვეყნების გამოცდილებას, ნახეს ვიდეოფილმები.
        ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაციის მეოთხე მუხლის თანახმად: ყველა ცხოველს აქვს უფლება მოეპყრან პატივისცემით, თუმცა ჩვენთან ცხოველებს ხშირად სასტიკად ეპყრობიან.

  მუნიციპალიტეტიდან მიიღეს ინფორმაცია თუ  როგორ ხდება მაწანწალა ძაღლებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა.  ტენდერში გამარჯვებული და დაფინანსებული  ორგანიზაცია,  განარიდებს ცხოველებს, უკეთებენ აცრებს. თუმცა ეს საქმიანობა მაინც ნაკლებ ეფექტიანია. პრობლემა რჩება პრობლემად.

    ეკოკლუბელებმა მიმართეს თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას, გამოიყოს ტერიტორია ქალაქის გარეუბანში და გაიხსნას ცხოველთა თავშესაფარი, შეიქმნას საჭირო ინფრასტრუქტურა, გამოიყოს მომსახურე პერსონალი, საჭირო მედიკამენტები, საკვები.
   თავისმხრივ ეკოკლუბელებმა შექმნეს მობილური ჯგუფები ოთხფეხა მეგობრების დასახმარებლად, რომლებიც შეაგროვებენ საკვებს, გახსნიან საბანკო ანგარიშს და კეთილი ადამიანების შემოწირულობებით დაეხმარებიან თავშესაფარში გამწესებულ ცხოველებს.
  ცნობიერების ამაღლების მიზნით იმუშავებენ მოსახლეობასთან, დაამზადებენ და გაავრცელებენ ბუკლეტებს. შეხვედრა იყო საინტერესო და გამოითქვა სურვილი მსგავსი სახის ღონისძიებები დაიგეგმოს უფრო მეტი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, გაშუქდეს მასმედიის საშუალებებით.
  




















Комментариев нет:

Отправить комментарий