დროა ვიმოქმედოთ...

2021 წლის 27 მარტს ეკოკლუბი „ერუდიტი“ შეუერთდა აქციას „დედამიწის საათი“, რომელიც ყოველ წელს, მარტის ბოლოს აღინიშნება. ამ დღეს, ერთი საათით, მსოფლიოს გარშემო იკრიბება მილიონობით ადამიანი და ასობით ქვეყანაში ქრება მთავარი ღირსშესანიშნაობების განათება. “დედამიწის საათი” ერთიანობის და იმედის სიმბოლოა. ის კლიმატის ცვლილების და ბუნების კარგვის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ამ გამოწვევების წინააღმდეგ ადამიანების გაერთიანებას ისახავს მიზნად. ეკოკლუბის წევრებმა ჩაატარეს სემინარი, პლანეტის წინაშე მდგრადი განვითრების და გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ. გამოთქვეს მოსაზრება დროა, ვიმოქმედოთ რათა დავიცვათ როგორც ჩვენი პლანეტის სიჯანსაღე, ასევე, საკუთარი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. ონლაინ მოუსმინეს ბუნების გულშემატკივრებს საქართველოდან და გაეცნენ სპეციალურად დედამიწის საათისთვის შექმნილ ვებ-გვერდს: https://earthhour.ge. ნახეს და გააზიარეს ვიდეო. მასალები განათავსეს სკოლის ვებგვერდზე. ეკოკლუბელები შეთანხმედნენ, რომ 20:30 საკუთარი ოჯახებით შეუერთდებოდნენ ამ მსოფლიო ღონისძიებას.

Комментариев нет:

Отправить комментарий