ტრენინგი "ჰართვისის მუხა, მისი გამრავლების მეთოდები"

დღეს 27 მაისს, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია პროექტის "დავიცვათ, რომ ვიყოთ დაცული" ფარგლებში ეკოკლუბი "ერუდუტის" თაოსნობით ჩატარდა ონლაიტრენინგი "კოლხური-ჰართვისის მუხა, მისი გამრავლების სახეები, საინტერესო ფაქტები". ტრენინგს უძღვებოდა კოლხეთის ეროვნული პარკის მეცნიერთანამშრომელი ქალბატონი მანანა ჩიქოვანი. საინტერესო პრეზენტაციის წარდგენის შემდგომ ნაჩვენები იქნა ვიდეო ფილმები კოლხეთის ეროვნული პარკის უნიკალურ მუხის სახეობებზე. ტრენინგის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო კეპ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ხათუნა ქაცარავამ. ინიციატივა ხორციელდება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით, CENN-ის პროექტის - ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა სოფლის განვითარებისათვის -გან მიღებული ქვე-გრანტის ფარგლებში. კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე კოლხური ანუ ჰართვისის მუხა ძირითადად გვხვდება მდ. ფიჩორის ხეობაში. შესაძლებელია მუხის ნაყოფის (რკო) შემოდგომაზე შეგროვება და სახლის პირობეში, ღია გრუნტში თიხნარ ნიადაგში მისი ჩათესვა (შეიძლება ჩაითესოს სპეციალურ ჭურჭელში და მერე მოხდეს ნიადაგში გადატანა).

Комментариев нет:

Отправить комментарий