დარგე ხე, გაამწვანე გარემო!

დღეს 22 აპრილს ჩვენი სკოლის ეკოკლუბის წევრებმა სკოლის ეზოში დარგეს ნერგები. აქტივობა მიეძღვნა დედამიწის საერთაშორისო დღეს. ყოველწლიურად ეკოკლუბის წევრები სკოლის მოხალისეებთან ერთად სხვადსხვა ღონისძიებებით აღნიშნავს ამ დღეს. პანდემიის გამო სკოლა მუშაობს ონლაინ რეჟიმში, ამიტომ მხოლოდ მოსწავლეთა მცირე ჯგუფმა ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით დარგეს ნერგები, რომლებიც გადმოგვცა კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციამ და თვითონაც ჩაერთნენ გამწვანების აქციაში. კლუბის წევრებმა გადაიღეს ფოტო ვიდეო მასალა. უმცროსმა ეკოკლუბელებმა შექმნეს ნახატების კოლაჟი. მასალები გამოქვეყნდა სკოლის ვებგვერდზე. 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა! ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. გილოცავთ დედამიწის დღეს! დარგე ხე, გაამწვანე გარემო!

Комментариев нет:

Отправить комментарий