"მე დავასუფთავე - ახლა შენი ჯერია...ერთად შევცვალოთ მომავალი..."
Всеукраїнська кція "Я прибрав - твоя черга: змінимо майбутнє разом!"
პარტნიორობისა და თანამშრომლობის
ფარგლებში ეკოკლუბის მოსწავლეები 20 სექტემბერს, შეუერთდნენ უკრაინელი მეგობრების გამოწვევას და ჩაატარეს
შავი ზღვის დასუფთავების აქცია ერთდროულად,
ქ.ფოთში კუნძულის უბნის სანაპირო ზოლზე და ოდესის ოლქის რამდენიმე ქალაქში. ეს
აქცია მიეძღვნა მდინარეებისა და ზღვების სუფთა ნაპირების მსოფლიო დღეს, რომელიც აღინიშნება 21 სექტემბერს. აქციას მხარი დაუჭირა დაცული ტერიტორიების
სააგენტომ, კოლხეთის ეროვნულმა პარკმა.
Комментариев нет:
Отправить комментарий