კოლხეთის დაბლობის ფლორისა გლობალური და საქართველოს წითელი ნუსხის სახეობები

26ივნისს, ეკოკლუბი „ერუდიტის“ მოხალისეები საველე ვიზიტით, ესტუმრნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტს. ამავე ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების უფროსმა პროფესორმა იზოლდა მაჭუტაძემ მოხალისეებისათვის ჩაატარა სემინარი თემაზე „კოლხეთის დაბლობის ფლორისა გლობალური და საქართველოს წითელი ნუსხის სახეობები“. მან ისაუბრა იმ ჰაბიტატებისა და ფლორის მნიშვნელობაზე, რომლებიც განიხილება გლობალური IUCN Red List-ისა და საქართველოს წითელი ნუსხისთვის. ყურადღება გაამახვილა ჰართვისის კოლხური მუხის სახეობაზე. მოხალისეებს აჩვენა ინსტიტუტის ტერიტორიაზე გამოყვანილი კოლხური მუხის ჩითილების უბანი, რომლებიც ქალბატონი იზოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია და რამდენიმე ნერგი გადასცა ეკოკლუბს, ასევე დაპირდა მოსწავლეებს გაუწევს კონსულუტაციებს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოყვანილი ჩითილების დარგვისა და მოვლის პირობების შესახებ. შეხვედრა წარიმართა კითხვა -პასუხის რეჟიმში. საველე გასვლას მხარი დაუჭირა კოლხეთის ეროვნული პარკის წარმომადგენლებმა ქალბატონმა ხათუნა ქაცარავამ და მანანა ჩიქოვანმა.

Комментариев нет:

Отправить комментарий